ქართული ოცნება

ყაველაშვილი ივანიშვილზე: დაასვენეთ ეს ადამიანი, წასულია პოლიტიკიდან, გვესაუბრეთ ჩვენ

დაასვენეთ ეს ადამიანი, წასულია პოლიტიკიდან და აგრძელებს თავის ქველმოქმედებას. შეეშვით და გვესაუბრეთ ჩვენ - ქართულ ოცნებას. რაზე გვესაუბრებით, ტელეფონის ჩანაწერზე? ტელეფონის ჩანაწერები განვიხილოთ პარლამენტში? სალომე სამადაშვილი აქ ბრძანდება, ახლა რომელიმეს ტელეფონის ჩანაწერზე უნდა ვისაუბროთ? ან გუბაზ სანიკიძის? ან თემურ ალასანიას და მიხეილ სააკაშვილის? და ეს საუბრები განვიხილოთ აქ? ეს არის სერიოზული დამოკიდებულება სახელმწიფოს მიმართ? რომელ ეროვნულ ინტერესებზე გვესაუბრებით?

ქართული ოცნების დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი პლენარულ სხდომაზე. ის Youtube-ზე გავრცელებულ ჩანაწერს ეხმაურება, რომელიც, შესაძლოა, ასახავდეს ბიძინა ივანიშვილისა და სანქცირებული რუსი ოლიგარქის, ვლადიმირ ევტუშენკოვის საუბარს. ჩანაწერის გავრცელების შემდეგ, უკრაინის რადის ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარემ, დავით არახამიამ მიმართა ევროკავშირისა და აშშ-ს ხელმძღვანელობას, განიხილონ პერსონალური სანქციების დაწესება ივანიშვილსა და დასავლეთში განთავსებულ მის აქტივებზე.

კომენტარები