გიორგი მარგველაშვილი

კობახიძე მარგველაშვილზე: უხდებიან ერთმანეთს, სააკაშვილს დიდი ხანია მელიას მოშორება სურს

აქამდე გიორგი მარგველაშვილი ფაქტობრივად ნაციონალური მოძრაობის რიგითი წევრი იყო და, რა თქმა უნდა, როდესაც რიგითი წევრობიდან ეგრევე თავმჯდომარე ხდები ესაა სერიოზული დაწინაურება - ეს ნახევრად ხუმრობით. ისე, ისინი ძალიან უხდებიან ერთმანეთს. მათი მორალური ფასეულობები აბსოლუტურ თანხვედრაშია. გარდა ამისა, ესაა იმ წინააღმდეგობების გაგრძელება, რაც არის პარტიის შიგნით. როდესაც სუსტდება პარტია, ასეთ დროს თავს იჩენს ხოლმე პარტიის შიგნით დაპირისპირებები. დიდი ხანია ვიცით, რომ სააკაშვილი ეჭვიანობს მელიაზე და სხვებზე და ბუნებრივია, მას სურს მელიას თავიდან მოშორება, რომელიც ისედაც ფორმალური თავმჯდომარეა დღემდე. რეალური ლიდერი და ბელადი ამ პარტიაში, ბუნებრივია, კვლავაც სააკაშვილი იქნება.

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. დღეს, 26 აპრილს რუსთავი 2-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე გახდება. მათი ცნობით, მარგველაშვილმა შეთავაზება მიხეილ სააკაშვილისგან მიიღო. ინფორმაციას ენმ-ში უარყოფენ.

კომენტარები