სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

პუტინი დასავლური შეზღუდვების შესახებ: ეს არის სასანქციო აგრესია

ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მთავრობას მოუწოდა, რომ ყველაფერი გააკეთოს, რათა მოქალაქეებმა დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების შედეგები საკუთარ თავზე ვერ იგრძნონ.

"ახლა ჩვენი მთავრობა რუსეთის მოქალაქეების მხარდაჭერის მაშტაბურ ზომებზე მუშაობს და უნდა მივაღწიოთ, რომ სოციალური დახმარების მექანიზმებმა შეუფერხებლად იმუშაოს ყველა დონეზე. ვისაუბროთ, მათ შორის პენსიებისა და სოციალური დახმარების დროულად ჩარიცხვაზე, დასაქმების პროგრამების გაფართოებაზე. რუსეთის ეკონომიკას აქვს შესაძლებლობა, ახალ რეალობაში სტაბილურად და შეუფერხებლად იმუშაოს". - თქვა პუტინმა.

ამავდროულად, პუტინმა დასავლურ შეზღუდვებს "სასანქციო აგრესია" უწოდა და აღნიშნა, რომ ამის მიუხედავად, ადგილობრივი ბიზნესი საკუთარ თავს კარგად წარმოაჩენს.

"ადგილობრივი ბიზნესი თავს კარგად და ფასეულად წარმოაჩენს. ამავდროულად, ყველა პატარა და საშუალო ზომის კომპანიებმა ჯერ კიდევ ვერ მოახერხეს პანდემიისგან გამოწვეულ სირთულეებთან გამკლავება და პირდაპირ სასანქციო აგრესიით მიღებული ბარიერის წინაშე აღმოჩდნენ. დიახ, ამას სხვანაირად ვერ ვუწოდებთ – სასანქციო აგრესია". - თქვა პუტინმა.

კომენტარები