საფრანგეთი

ემანუელ მაკრონი: მე ყველას პრეზიდენტი ვარ

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა არჩევნების ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ეიფელის კოშკთან შეკრებილ საკუთარ მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა. მისი თქმით, ის ყველას პრეზიდენტი იქნება

"ამიერიდან ერთი ბანაკის კანდიდატი კი არა, არამედ ყველას პრეზიდენტი ვარ". - თქვა მაკრონმა.

მაკრონის განმარტებით, მისი და მისი გუნდის პასუხისმგებლობა იქნება იმ ხალხის პრობლემების მოგვარება, ვინც ხმა ულტრამემარჯვენეებს მისცა. 

BBC-ის ინფორმაციით, ეგზიტპოლის შედეგებით, საპრეზიდენტო არჩევნებში ცენტრისტმა ემანუელ მაკრონმა 58%-ით გაიმარჯვა. შესაბამისად, მისმა კონკურენტმა, ულტრამემარჯვენე კანდიდატმა, მარინ ლე პენმა 42% მიიღო. მაკრონი უკანასკნელ 20 წელიწადში პირველი პრეზიდენტი იქნება, რომელიც ქვეყანას მეორე ვადით უხელმძღვანელებს.

კომენტარები