რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა უკრაინის საზღვრიდან 60 კილომეტრში ისკანდერის სარაკეტო სისტემები განათავსა – უკრაინა

Ministry of Defense of the Russian Federation / Facebook

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინის საზღვრიდან 60 კილომეტრში ისკანდერის სარაკეტო სისტემები განათავსა.

მათივე ცნობით, რუსული სამხედრო ძალები ბელგოროდში ჯარების რაოდენობას ზრდიან და იქ დამატებითი შენაერთები გადაჰყავთ.

ისკანდერის ბალისტიკურ სარაკეტო სისტემას მოქმედების 500-კილომეტრიანი რადიუსი აქვს და ბირთვული ქობინების გადატანაც შეუძლია.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები