დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით სამი რაკეტა გაისროლეს

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ღაზას სექტორიდან სამხრეთ ისრაელში ჯერ ორი, შემდეგ, რამდენიმე საათში - მესამე რაკეტა გაისროლეს

სამხედროების თქმით, ერთი რაკეტა ღია მინდორში შაარ ჰანეგევის რეგიონულ საბჭოში, ხოლო მეორე ჰამასის მიერ მართულ სანაპირო ანკლავში ჩამოვარდა. პალესტინის მედიის განმარტებით, წარუმატებლად გაშვებული რაკეტა ჩრდილოეთით, ბეიტ ჰანუნის უბანში დაეშვა და ერთ-ერთი მაცხოვრებელი დააზიანა. ამასთან დაკავშირებით ღაზას სამედიცინო უწყებას განმარტება არ გაუკეთებია.

ისრაელში შემომავალი სარაკეტო სირენები არ ისმოდა, რადგან რაკეტები დაუსახლებელ ტერიტორიებზე მოხვდა.

მხარეებმა ბოლო ოთხ თვეში ცეცხლი პირველად 19 აპრილს გაცვალეს.

გასული კვირის განმავლობაში ეს სამხრეთ ისრაელზე მეოთხე სარაკეტო თავდასხმაა. სარაკეტო თავდასხმაზე არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას პასუხისმგებლობა არ აუღია. თუმცა, რამდენიმე მედიის ცნობით, 18-ში რაკეტა პალესტინის ისლამური ჯიჰადის წარმომადგენლებმა ისროლეს.

ისრაელის მხარემ განაცხადა, რომ ღაზას სექტორში მიმდინარე მოვლენებს პასუხისმგებლობას ჰამას აკისრებენ.

გასულ წელს, ალ-აკსას მეჩეთის გარშემო არსებულ დაძაბულობას ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის 11-დღიანი კონფლიქტი მოჰყვა, რომლის განმავლობაშიც ისრაელის მიმართულებით პალესტინურმა დაჯგუფებებმა 3000-ზე მეტი რაკეტა ისროლეს. ისრაელის შეიარაღებულ ძალებს ანკლავში საპასუხო იერიშები მიჰქონდათ.

კომენტარები