საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 8 მსჯავრდებული შეიწყალა - ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
"პრეზიდენტმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით რვა მსჯავრდებული შეიწყალა, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებას დღეს დატოვებენ". - წერია განცახდებაში.
9 აპრილს სალომე ზურაბიშვილმა 15 მსჯავრდებული შეიწყალა.