საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა კიდევ 15 მსჯავრდებული შეიწყალა - მათგან 6 უკრაინის მოქალაქეა.
"საქართველოს პრეზიდენტმა 9 აპრილთან დაკავშირებით შეწყალების აქტი გამოსცა და 15 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის 7 ქალი, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებებს დღეს, 9 აპრილს დატოვებენ.
შეწყალებულთაგან 6 მსჯავრდებული უკრაინის მოქალაქეა". - წერია განცხადებაში.