რუსი ოპოზიციონერი

რუს ოპოზიციონერ კარა-მურზას რუსეთის არმიაზე ცრუ ინფორმაციის გავრცელებას ედავებიან

ვლადიმირ კარა- მურზა

რუს ოპოზიციონერს ვლადიმირ კარა-მურზას რუსეთის არმიაზე ცრუ ინფორმაციის გავრცელებას ედავებიან. ინფორმაციას მისი ადვოკატი ვადიმ პროხოროვი ავრცელებს.

"ვლადიმირ კარა-მურზა ახლა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მთავარ საგამოძიებო განყოფილებაში იმყოფება. სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 207.3 მუხლით, რაც რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ ცრუ ინფორმაციის განზრახ, საჯაროდ გავრცელებას გულისხმობს." - თქვა ადვოკატმა.

ამასთან ერთად, სსკ-ის 207-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, მას სამიდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ამჟამად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 19.3 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდების საფუძველზე, კარა-მურზას 11 აპრილს 15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯეს. 

ვლადიმირ კარა-მურზა (უმცროსი) ცნობილი რუსი ოპოზიციონერია, ის აქტიურად აკრიტიკებს კრემლის პოლიტიკას და ვლადიმირ პუტინის წინააღმეგ გამართულ აქციებში მონაწილეობს. ის ორჯერ მოწამლეს - 2015 წლის მაისისა და 2017 წლის თებერვლში. მისი მოწამვლის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა. 

კომენტარები