რუსეთი

რუსი ოპოზიციონერი ვლადიმირ კარა-მურზა მოსკოვში დააკავეს

ვლადიმირ კარა- მურზა

რუსი ოპოზიციონერი ვლადიმირ კარა-მურზა მოსკოვში დააკავეს. ინფრომაციას interfax პოლიტიკოსის ადვოკატზე, ვადიმ პროხოროვზე დაყრდნობით ავრცელებს. 

მედიის ცნობით, კარა-მურზა სახლის გასასვლელთან დააკავეს. სხვა ინფორმაციას ადვოკატი ჯერჯერობით არ ფლობს. 

"მისი დაკავების შესახებ მე თვითონ 10 წუთზე ნაკლები ხნის წინ გავიგე, მივალ, ვერაფერს ვიტყვი".- ამბობს პროხოროვი. 

ვლადიმირ კარა-მურზა (უმცროსი) ცნობილი რუსი ოპოზიციონერია, ის აქტიურად აკრიტიკებს კრემლის პოლიტიკას და ვლადიმირ პუტინის წინააღმეგ გამართულ აქციებში მონაწილეობს. ის ორჯერ მოწამლეს - 2015 წლის მაისისა და 2017 წლის თებერვლში. მისი მოწამვლის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა. 

კომენტარები