რუსი ოპოზიციონერი

ჰიტლერისა და სტალინის შედარების გამო, რუსი ოპოზიციონერი 15 დღით დააპატიმრეს

რუსი ოპოზიციონერი, ლეონიდ გოზმანი

მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ 72 წლის ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ლეონიდ გოზმანს 15 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

პოლიტიკოსის წინააღმდეგ პროტოკოლი შედგენილია 2020 წლის პოსტის გამო, რომელშიც გოზმანი აკრიტიკებდა რუსეთის ხელისუფლების სურვილს, აეკრძალათ შედარება სსრკ-სა და ნაცისტურ გერმანიას შორის.

"ამ შემთხვევაში, მსურს, მხარი დავუჭირო. თქვენ არ შეგიძლიათ მათი გაიგივება. ჰიტლერი აბსოლუტური ბოროტებაა, მაგრამ სტალინი უარესია". - წერდა გოზმანი.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ლეონიდ გოზმანმა რუსეთი დატოვა, თუმცა ივნისის შუა რიცხვებში დაბრუნდა და თავის გადაწყვეტილებას "ზნეობრივი და არა პოლიტიკური არჩევანი" უწოდა. მაისში იგი "უცხოურ აგენტად" ცნეს.

2021 წელს რუსეთის სახელმწიფო დუმამ მიიღო კანონი, რომელიც კრძალავს ნაცისტური გერმანიის საბჭოთა კავშირთან გაიგივებას. 15-დღიანი პატიმრობა აღნიშნული მუხლის მაქსიმალური სასჯელია.

კომენტარები