რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ავიაციას ბოძებზე დატოვებული ნიშნები არ სჭირდება – რას ამბობდა არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის ოლექსი არესტოვიჩის თქმით, თანამედროვე საბრძოლო ტექნიკასა და ავიაციას ბოძებზე ან გზებზე დატოვებული მანათებელი ნიშნები არ სჭირდება. ამის შესახებ არესტოვიჩმა 27 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"ჩვენი სამხედროები და სპეცსამსახურები აღნიშნავენ და ყურადღების გამახვილებას გთხოვენ შემდეგზე, რომ თანამედროვე საბრძოლო ტექნიკასა და ავიაციას ბოძებზე ან გზებზე დატოვებული მანათებელი ნიშნები არ სჭირდებათ. ისინი ორიენტირებისთვის სხვა თანამედროვე ტექნოლოგიურ საშუალებებს იყენებენ". - თქვა არესტოვიჩმა.

არესტოვიჩის თქმით, ეს პრაქტიკა შესაძლოა უკრაინელების "შპიონომანიაში" ჩასათრევად იყოს გამოყენებული.

"სპეცსამსახურები და უკრაინელი სამხედროები მოგმართავენ, რომ შეწყვიტოთ კუდიანებზე ნადირობა. არ შეეცადოთ იმ ადამიანების თქვენივე ძალებით დაკავებას, რომლებიც ამას აკეთებენ, შეატყობინეთ პოლიციას და უსაფრთხოების სამსახურებს, ან სამხედროებს, თქვენთვის საეჭვო პირების ადგილსამყოფელი და ისინი იმოქმედებენ იმ პროტოკოლის მიხედვით, რომელსაც სპეციალური სამსახურები მიიღებენ". - თქვა არესტოვიჩმა.

კომენტარები