კორონავირუსი საქართველოში

Covid 19-ით არავინ გარდაცვლილა, დადასტურდა 223 ახალი შემთხვევა, დადებითობა 1%-ს ჩამოცდა

ზედიზედ მეორე დღეა, საქართველოში COVID-19-ით არცერთი პაციენტი არ გარდაცვლილა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 25 626 ტესტი და დადასტურდა 223 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 399 ადამიანი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 0.87%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.26%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.16%.

ინფიცირების 223 ახალი შემთხვევიდან თბილისში 114 გამოვლინდა, აჭარაში - 7, იმერეთში – 26, ქვემო ქართლში – 10, შიდა ქართლში – 16, გურიაში – 11, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 8, კახეთში – 16, მცხეთა-მთიანეთში – 11, სამცხე-ჯავახეთში – 3, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 1.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 2 105, საიდანაც 341 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, ხოლო 1 764 - ბინაზე. რეანიმაციულ განყოფილებაში 76 პირი იმყოფება. 

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 1 653 915 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 1 634 990 პაციენტი და გარდაიცვალა – 16 794.


კომენტარები