რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ სამშობლო 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა - გაერო

რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ სამშობლოს დატოვება 5 მილიონზე მეტ ადამიანს მოუწია. ინფორმაციას გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისია ავრცელებს.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) აპრილის ანგარიშში ნათვამია, რომ 5 012 708 რეგისტრირებული ლტოლვილის გარდა, უკრაინაში, სულ მცირე, შვიდი მილიონი ადამიანი იძულებით გადაადგილებულია, რომლებსაც მოუწიათ დაეტოვებინათ თავიანთი სახლები.

უკრაინელ ლტლოლვილთა უმეტესობა პოლონეთში გაემგზავრა. იძულებით გადაადგილებულ პირთა უმეტესობა, 90% ქალები და ბავშვები არიან.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები