კორონავირუსი საქართველოში

Covid 19-ის 324 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დღიური დადებითობა 1.43%-ია

ბოლო 24 საათში საქართველოში COVID-19-ით არცერთი პაციენტი არ გარდაცვლილა. ეს 2020 წლის 27 სექტემბრის შემდეგ მეორე შემთხვევაა.

19 აპრილს ქვეყანაში ჩატარდა 20 385 ტესტი და დადასტურდა 232 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 117 ადამიანი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 1.14%, ბოლო 14 დღის მანძილზე -  1.32%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.2%.

ინფიცირების 232 ახალი შემთხვევიდან თბილისში 120 გამოვლინდა, აჭარაში - 13, იმერეთში – 39, ქვემო ქართლში – 7, შიდა ქართლში – 14, გურიაში – 10, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 11, კახეთში – 9, მცხეთა-მთიანეთში – 4, სამცხე-ჯავახეთში – 5, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 2 281, საიდანაც 337 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, ხოლო 1 944 - ბინაზე. რეანიმაციულ განყოფილებაში 71 პირი იმყოფება. 

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 1 653 692 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 1 634 591 პაციენტი და გარდაიცვალა – 16 794.


კომენტარები