ბელარუსი

ლუკაშენკო: ვისაც ჩვენს ქვეყანაში სიმშვიდისა და წესრიგის დარღვევა სურს, თავს მოვაძრობთ

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო ამბობს, რომ "თავს მოაძრობს ყველას, ვისაც ქვეყანაში სიმშვიდისა და სიმშვიდის დარღვევა სურს".

ლუკაშენკოს თქმით, ხელისუფლება არ დაუშვებს ოპოზიციის მასობრივი საპროტესტო აქციების განმეორებას, რაც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მოხდა. მისი თქმით, მას საკმარისი ძალა და საშუალება აქვს ამისთვის. 

"დაგავიწყდათ რა მოხდა 2020 წელს? დაიმახსოვრეთ: ეს არ განმეორდება. მე მაქვს საკმარისი ძალა და საშუალება და ის ხალხი, რომელიც გვერდში დამიდგება და ყველას, ვისაც დღეს ჩვენს ქვეყანაში სიმშვიდისა და წესრიგის დარღვევა სურს, თავს მოვაძრობთ".- ამბობს ლუკაშენკო. 

მოსახლეობა 2020 წლის არჩევნების ოფიციალურ შედეგებს და ლუკაშენკოს მორიგ გამარჯვებას აპროტესტებდა. ოპოზიციონერი ლიდერებმა ან ქვეყანა დატოვეს, ან დაკავებულები არიან. არჩევნებზე ლუკაშენკოს მთავარი მეტოქე სვეტლანა ტიხანოვსკაია არჩევნების შედეგებს არ აღიარებდა და თავი გამარჯვებულად გამოაცხადა, თუმცა მან ქვეყანა მალევე დატოვა. მისმა ოფისმა "ბელარუსის დემოკრატიის ოფიციალური წარმომადგენლობის" სტატუსი მიიღო. ბელარუსის დატოვების შემდეგ ის აქტიურად ხვდება მსოფლიო ლიდერებს.

სოციალურ მედიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე რეიდების შემდეგ, მთავრობამ 56-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია დახურა.

კომენტარები