მოქალაქეები

ელისაშვილი: ვბრუნდები საქართველოში, როგორც კი დავინახავ, რომ ისევ საჭირო ვარ, უკან წავალ

ვარშავაში ვართ. ბავშვობიდან ჩემი უსაყვარლესი პოლონელი მარშლის პილსუდსკის ძეგლთან, ბავშვობიდან ჩემი უსაყვარლესი ზვიად გამსახურდიას შვილთან, გიორგისთან ერთად.

უბევროს საქართველოს გიორგი გამსახურდიასნაირი საქმიანი, ენერგიული და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მოხელეები. მადლობა გიორგის ვარშავაში მასპინძლობისთვის.

ერთი თვის მერე ვბრუნდები ლევანთან ერთად საქართველოში. როგორც კი დავინახავ, რომ ისევ საჭირო ვარ გმირულ უკრაინაში მეომრად, იმ წამს დავბრუნდები - მეტი გამოცდილებით და მეტი შემართებით!

სიკვდილი ოკუპანტებს! დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს!

წერს მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი Facebook-ზე.

კომენტარები