მოქალაქეები

ელისაშვილი: დეპუტატი ფეხზე რომ გაიხდი და მაგიდაზე შეხტები, რაში წერია? მითუმეტეს ქალი

გომელაური გამოაძვრინა ნაციონალურმა მოძრაობამ იმ მაგიდაზე შეხტომით და წივილ-კივილით, თორემ მაშინ უნდა გაგვეწურა გომელაური. მოსაწონი იყო [მაგიდაზე ასვლა]? არც ეგ მომეწონა, მაგიდაზე შეხტომა და ვთქვი კიდევაც... კარგით ახლა, პარლამენტის წევრი რომ ხარ და ფეხზე რომ გაიხდი და მაგიდაზე შეხტები, ეგ რაში წერია და რა არის? მითუმეტეს, ქალი როდესაც ხარ. ისევე, როგორც აღმაშფოთებელი იყო პაპუაშვილი როგორც მოექცა თინა ბოკუჩავას, არაფერში არ წერია ეს, რომ ქალს რომ მოკიდებ კისერში ხელს და გვერდზე წამოიღებ და დააპერტყებ ძირს, ესეც არაფერში არ წერია.

ამის შესახებ მოქალაქეების დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა TV პირველის ეთერში ისაუბრა. 

კომენტარები