მოქალაქეები

ელისაშვილი: ბოკერია რომ ისევ კანდიდატებს არჩევს, ეს არის 1000%-იანი დამარცხების ფორმულა

ჩვენ თავის დროზე ლელოს ოფისში რომ დავდიოდით, ვეუბნებოდით, გამარჯვების ფორმულა რა უნდა ყოფილიყო, ყური არ შეიბერტყეს. ოპოზიციის გამარჯვების ფორმულა არ ვიცი, რა არის, მაგრამ დამარცხების ფორმულას, თუ გნებავთ, გეტყვით, რა არის – ბოკერია რომ კიდევ საკრებულოს თავმჯდომარეების და მერის კანდიდატებს არჩევს, აი, ეგ არის 100%-იანი დამარცხების ფორმულა, ზუსტად ვიცი. გაკოტრებული პარტიის ხელმძღვანელი ბოკერია რომ კიდევ წყვეტს ოპოზიციაში ვინ უნდა იყოს მერობის კანდიდატი და ვინ თავმჯდომარის და კიდევ ბოკერიას რომ ყურს უგდებენ, კაცს, რომელსაც დაემხო პარტია თავზე და არევისა და ოპოზიციის გახლეჩვის გარდა რომ არასდროს არაფერი გაუკეთებია, ამ კაცს რომ კიდევ ვუსმენთ და იმას რომ ვარჩევინებთ კანდიდატებს, ეს არის 1000%-იანი დამარცხების ფორმულა. ამ ფორმულაში ღმერთმა ხელი მოუმართოს. 

ამის შესახებ მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა TV პირველის ეთერში ისაუბრა. დეპუტატი ამბობს, რომ კანდიდატების შერჩევის პროცესში ოპოზიციასთან კოორდინაციას არ აპირებს და მოქალაქეები არჩევნებზე დამოუკიდებლად წარდგება. ამასთან, ალეკო ელისაშვილის თქმით, კვირის ბოლომდე იტყვის, იქნება, თუ არა მერობის კანდიდატი. 

კომენტარები