ფაშისტური სიმბოლიკა

გერმანიაში რუსული სიმბოლო Z-ს გამოყენების გამო 140-ზე მეტი საქმე აღიძრა

გერმანიის პროკურატურამ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მომხრეთა წინააღმდეგ 140-ზე მეტი საქმე აღძრა. საქმეების დიდი ნაწილი რუსული ფაშისტური სიმბოლოს, Z-ს გამოყენებას ეხება.

ზემოხსენებული სიმბოლოს გამოყენება ფაშისტური შინაარსის გამო გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლს არღვევს. კანონდარღვევა ფულად ჯარიმას ან 3-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გერმანიის სხვადასხვა ქალაქებში მცირერიცხოვანმა ჯგუფებმა რამდენიმე პრორუსული აქცია გამართეს, რომლის მონაწილეებიც ქუჩებში რუსეთისა და საბჭოთა კავშირის დროშებით გამოვიდნენ.

კომენტარები