კორონავირუსი საქართველოში

Covid 19-ით 1 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 74 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 1.49%-ია

საქართველოში COVID-19-ით კიდევ 1 პაციენტი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 4 970 ტესტი და დადასტურდა 74 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 357 ადამიანი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 1.49%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.44%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.21%.

ინფიცირების 74 ახალი შემთხვევიდან თბილისში 42 გამოვლინდა, აჭარაში - 5, იმერეთში – 7, ქვემო ქართლში – 0, შიდა ქართლში – 1, გურიაში – 4, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 8, კახეთში – 4, მცხეთა-მთიანეთში – 2, სამცხე-ჯავახეთში – 1, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 1 986, საიდანაც 347 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, ხოლო 1 639 - ბინაზე. რეანიმაციულ განყოფილებაში 75 პირი იმყოფება. 

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 1 653 118 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 1 634 313 პაციენტი და გარდაიცვალა – 16 793.


კომენტარები