რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპანტებმა ბზობის კვირას სევეროდონეცკში ტაძარი დაბომბეს – გაიდაი

Сергій Гайдай / Facebook

ლუგანსკის რეგიონული ადმინისტრაციის თავმჯდომარის, სერგეი გაიდაის ცნობით, რუსმა სამხედროებმა სევეროდონეცკში ტაძარი დაბომბეს.

"ბზობის კვირას ორკებმა სევეროდონეცკის ტაძარი დაბომბეს. ეს სევეროდონეცკში მაცხოვრის შობის ტაძარზე მეოთხე თავდასხმაა. ამჯერად ჭურვები სახურავს მოხვდა". – წერს გაიდაი.

მისივე ცნობით, ოკუპანტების თავდასხმების შედეგად ლუგანსკში 10-მდე რელიგიური შენობა დაზიანდა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები