რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სუმის ოლქის გათავისუფლებულ სოფელში ზარინის ნარჩენები აღმოაჩინეს – ტროსტიანეცის მერი

depositphotos.com

უკრაინის ქალაქ ტროსტიანეცის მერის თქმით, რუსი სამხედროებისგან გათავისუფლებულ სუმის ოლქის სოფელ ბილკაში ქიმიური იარაღის – ზარინისა და სხვა ნივთიერებების ნარჩენები აღმოაჩინეს.

"ვიპოვეთ ამპულები, ახლა მათ უკრაინის უშიშროების სამსახური სწავლობს. შესაძლოა, ქიმიური იარაღით ოკუპანტები გეგმავდნენ თავდასხმას კიევზე, პოლტავაზე, ან სხვა ქალაქებზე". – თქვა იური ბოვამ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები