რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გაერო: უკრაინაში 870 000-ზე მეტი ადამიანი დაბრუნდა

Felipe Dana/AP

გაეროს სააგენტოს ცნობით, უკრაინაში ყოველდღიურად 30 000-მდე ადამიანი ბრუნდება, მათ შორის ბევრი ქალი, ბავშვი და ხანდაზმული ადამიანია.

გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა საკოორდინაციო ოფისის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 870 000-ზე მეტი ადამიანი დაბრუნდა.

"უკრაინაში მოსახლეობის დაბრუნება ახალ გამოწვევებს შექმნის. ადამიანებს საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად დახმარება დასჭირდებათ". - წერია OCHA-ს ანგარიშში.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ცნობით, ომის დაწყებიდან უკრაინა 4.7 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები