საქართველოს პარლამენტი

მეგრელიშვილი ვიზიტზე: უკრაინაში მინდა გავარკვიო, თუ დარჩათ პრეტენზია ქართულ მხარესთან

მე მინდა, რაღაცნაირად მესიჯი მივიტანოთ უკრაინელებთან, რომ ჩვენ მათთან ერთად ვართ, ეს ერთი და მეორე, როგორ ვთანამშრომლობთ მათთან ერთად ევროინტეგრაციის გზაზე. ამ შეხვედრიდან მინდა გავარკვიო, უკრაინულ მხარეს თუ დარჩა რაიმე პრეტენზია ქართულ მხარესთან და პრაგმატულად როგორ ვმუშაობთ ერთად, უკრაინულ მხარესთან, ამოიწურა თუ არა ჩვენ შორის გაუგებრობა. ეს არის ჩემი ინტერესი.

ამბობს გირჩის დეპუტატი ვახტანგ მეგრელიშვილი უკრაინაში ვიზიტზე. თავად მეგრელიშვილი იმ საპარლამენტო დელეგაციის წევრია, რომელიც შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით უკრაინაში კვირის ბოლომდე გაემგზავრება.

კომენტარები