საქართველოს პარლამენტი

ბავშვები, რომლებიც 1-ელ ოქტომბრამდე 6 წლის გახდებიან, სკოლაში შესვლას შეძლებენ

საქართველოს პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა, რომელიც ბავშვებს, რომლებსაც 1 ოქტომბრამდე 6 წელი შეუსრულდათ, სკოლაში შესვლის შესაძლებლობას აძლევს. ცვლილებას 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

კანონპროექტის ინიციატორები იყვნენ პარლამენტარები: გიორგი ამილახვარი, თამარ ტალიაშვილი, ხათუნა კვიციანი, მაია მენაღარიშვილი, ვლადიმერ კახაძე, ბექა დავითულიანი, როსტომ ჩხეიძე და რამინა ბერაძე.

გიორგი ამილახვარის განმარტებით, კანონპროექტის დაჩქარებული განხილვა განპირობებულია სასკოლო ასაკის ბავშვების რეგისტრაციის ვადების მოახლოებით.

"დღეს არის ჩვენი იდენტობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილის - დედაენის დღე - გილოცავთ ყველას". - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

კომენტარები