რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გერმანიის პრეზიდენტის, შტაინმაიერის მაგივრად კიევში კანცლერი, ოლაფ შოლცი მიიწვიეს

ოლაფ შოლცი

გერმანიის კაცლერი, ოლაფ შოლცი კიევში მიიწვიეს, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანიის პრეზიდენტი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი კიევში ოფიციალურ ვიზიტს გეგმავდა, თუმცა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მასთან შეხვედრა არ მოისურვა.

"ჩვენ, ჩვენი პრეზიდენტი და მთავრობა მოხარული ვიქნებით, თუ გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი კიევში ჩამოვა". - თქვა უკრაინის ელჩმა ბერლინში, ანდრეი მელნიკმა.

დიპლომატის ინფორმაციით, ვიზიტის მთავარი თემა რუსეთის აგრესია და უკრაინისთვის იარაღის მიწოდება იქნება.

ამასთან ერთად, გერმანიის პრეზიდენტს კიევში ჩასვლა 13 აპრილს, სამთავრობო დელეგაციასთან და ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნების ლიდერებთან ერთად სურდა. თუმცა ზელენსკის შტაინმაიერთან შეხვედრა რუსეთთან კავშირების გამო არ მოისურვა.

კერძოდ, გადაწყვეტილების მიზეზად უკრაინის პრეზიდენტი Nord Stream 2-ის გაზსადენის პროექტის მიმართ შტაინმაერის დამოკიდებულებას და ე.წ. შტაინმაიერის ფორმულას ასახელებს, რომელიც 2014 წლის ომის შედეგ მიიღეს და უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საფუძველი უნდა გამხდარიყო. ამ დროს შტაინმაიერი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა.


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში სამხედრო აგრესიის პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ - მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ სოფელში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს

კომენტარები