რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მედვედევი: უკრაინის მთავრობა ყურადღებით იყოს, თავად არ მოხვდნენ გასაცვლელ ტყვეებს შორის

ცალკეული გარეწრები, რომლებიც საკუთარ თავს უკრაინის მთავრობას უწოდებენ, ამბობენ, რომ სურთ ვიქტორ მედვედჩუკისგან მტკიცებულებების მოპოვება, მისი "სწრაფად და სამართლიანად" გასამართლება და შემდეგ ტყვეებში გაცვლა. 

ეს ადამიანები გარშემო ყურადღებით უნდა იყურებოდნენ და ღამით კარი მყარად ჩაკეტონ, რათა გასაცვლელ ადამიანებს შორის თავად არ იყვნენ. 

წერს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი. უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთს სახელმწიფო ღალატში ეჭვმიტანილი, ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პოლიტიკოსის, ვიქტორ მედვედჩუკის უკრაინელი ტყვეებში გაცვლას სთავაზობს.

კომენტარები