რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

არესტოვიჩი: მარიუპოლში უკრაინის 36-ე ბრიგადამ ალყა გაარღვია და აზოვის ბატალიონს შეუერთდა

Office of the President of Ukraine

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის თქმით, უკრაინის შეირაღებული ძალების 36-ე საზღვაო ბრიგადის ქვედანაყოფებმა მარიუპოლში რუსული ძალების ალყა გაარღვიეს და აზოვის ბატალიონს შეუერთდნენ.

"მარიუპოლში, 36-ე საზღვაო ბრიგადის ქვედანაყოფებმა, რთული და ძალიან სარისკო მანევრის შედეგად, გაარღვიეს ალყა და აზოვის პოლკს შეუერთდნენ, რომელმაც პროფესიონალურად უზრუნველყო ეს ღონისძიება.

შედეგები?

1. აზოვის ბატალიონმა არსებითი გაძლიერება მიიღო.

2. 36-ე ბრიგადა გადაურჩა განადგურებას და მიიღო დამატებითი სერიოზული შესაძლებლობები, ფაქტობრივად მიიღო მეორე შანსი.

3. ქალაქის მცველებმა, ახლა უკვე ერთად, სერიოზულად გააძლიერეს თავიანთი თავდაცვითი ტერიტორია.

საერთო ჯამში, გაიზარდა და გაძლიერდა ქალაქის თავდაცვის სისტემა. აი რა ხდება, როდესაც ოფიცრები თავს არ კარგავენ და მტკიცედ ინარჩუნების ჯარების მართვის სადავეებს. მოდით ჩვენც არ დავკარგოთ. ჯარმა იცის რას აკეთებს". - წერს არესტოვიჩი.

 

კომენტარები