რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მარიუპოლს მიღმა, ოკუპანტების აგრესიას 191 ბავშვი ემსხვერპლა – უკრაინის პროკურატურა

უკრაინის გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე, მარიუპოლს მიღმა, სადაც ოკუპანტებმა ათასობით ადამიანი მოკლეს, რუსულ აგრესიას 191 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 540.

ყველაზე მეტი ბავშვი უკრაინის შემდეგ ოლქებში დაშავდა: კიევის - 102, დონეცკის - 113, ხარკოვის - 79, ჩერნიგოვის - 54, ლუგანსკის - 36, ნიკოლაევის - 40, ხერსონის - 38, ზაპოროჟიეს - 23, სუმის - 16, ჟიტომირის - 15.

ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ უკრაინის ქალაქ ბუჩაში კი 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები