2022 წელს გარდაცვლილები

ალადინის მსახიობი, გილბერტ გოტფრიდი გარდაიცვალა

JoBlo

67 წლის ასაკში ამერიკელი კომიკოსი და მსახიობი, გილბერტ გოტფრიდი გარდაიცვალა. მსახიობს წლების განმავლობაში გულის დაავადება აწუხებდა.

გოტფრიდი ბრუკლინში გაიზარდა. 15 წლის ასაკში პირველად წარსდგა სტენდ აპ სცენაზე. 1992 წელს მისი ხმით ალაპარაკდა ალადინის ერთ-ერთი ბოროტმოქმედი, თუთიყუში იაგო. შესრულებული აქვს როლები ფილმებში Trouble Child, Teenage Mutant Ninja Turtles, A Million Ways to Die in the West, Beverly Hills Cop 2.

2009 წელს Cyberchase-ში შესრულებული როლისთვის მიიღო ემის ნომინაცია. 

კომენტარები