რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რადიოში რუსული მუსიკის აკრძალვაზე უმაღლეს რადაში საკანონმდებლო ცვლილება დარეგისტრირდა

Reuters

უმაღლეს რადაში საკანონმდებლო ცვლილება დაარეგისტრირეს, რომელიც უკრაინულ რადიოპროგრამებსა და მუსიკალურ რადიოგადაცემებში რუსული მუსიკის გაშვებას კრძალავს. საკანონმდებლო ცვლილება დეპუტატებმა გუშინ, 11 აპრილს დაარეგისტრირეს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში სამხედრო აგრესიის პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ – მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ სოფელში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთი ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.

კომენტარები