ოკუპირებული ცხინვალი

ბიბილოვი – 33.5%, გაგლოევი – 36.9% – ე.წ. არჩევნების ხმათა უმრავლესობა დათვლილია

ბიბილოვი
TASS

ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ხმათა უმრავლესობა, 95% დათვლილია

ოკუპირებული რეგიონის ე.წ. ცესკოს მონაცემებით, ალან გაგლოევმა აიღო ხმათა 36.9% (10 705), ანატოლი ბიბილოვმა 33.5% (9706), გარი მულდაროვმა 8.9% (2592), ალექსანდრ პლიევმა 11.9% (3434), დიმიტრი ტასოევმა 2.8% (822). ყველა კანდიდატის წინააღმდეგ ხმა მისცა 0.6%-მა. 

შესაბამისად, ე.წ. არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს ბიბილოვი და გაგლოევი დაუპირისპირდებიან. 

ე.წ. პრეზიდენტობის დანარჩენმა კანდიდატებმა უკვე თქვეს, რომ ისინი მხარს გაგლოევს დაუჭერენ.

აღსანიშნავია, რომ არჩევნების შემდეგ მარიონეტი ლიდერი, ანატოლი ბიბილოვი ოკუპირებული ცხინვალის რუსეთთან შეერთების საკითხთან დაკავშირებით ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებას აპირებდა

კომენტარები