რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

11 აპრილს ავსტრიის კანცლერი რუსეთში ვლადიმირ პუტინს შეხვდება

president.gov.ua

11 აპრილს ავსტრიის კანცლერი, კარლ ნაჰამერი რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვდება. 9 აპრილს ნაჰამერი უკრაინის დედაქალაქ კიევში იმყოფებოდა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

ავსტრიის კანცლერის სპიკერის თქმით, ნაჰამერი მოსკოვში დიალოგის ხელშეწყობის მიზნით მიემგზავრება.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები