რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გათავისუფლების შემდეგ კიევის ოლქში 1 200-ზე მეტი ცხედარი იპოვეს – უკრაინის გენპროკურორი

კიევი, უკრაინა
AP

უკრაინის გენერალური პროკურორის, ირინა ვენედიქტოვას თქმით, რუსული ძალებისგან გათავისუფლების შემდეგ კიევის ოლქში 1 222 ცხედარი იპოვეს.

ვენედიქტოვამ Sky News-თან საუბრისას თქვა, რომ უკრაინის ხელისუფლება რუსული სამხედრო ძალების მიერ ჩადენილ 5 600 სავარაუდო ომის დანაშაულს იძიებს. მისივე თქმით, დადგენილია 500-ზე მეტი ეჭვმიტანილი, მათ შორის, უმაღლესი სამხედრო და სამთავრობო თანამდებობის პირები.

"რასაც უკრაინის ყველა რეგიონში ვხედავთ, ეს ომის დანაშაულია, დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მის გამოსასწორებლად". – თქვა ვენედიქტოვამ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები