რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჯონსონი: უკრაინელებმა ლომის გამბედაობა აჩვენეს და შენ, ვოლოდიმირ, ამ ლომს აღრიალებ

ვფიქრობ, რომ უკრაინელებმა ლომის გამბედაობა აჩვენეს და შენ, ვოლოდიმირ, ამ ლომს აღრიალებ.

[...] რამდენიმე საათის განმავლობაში მე შევძელი თქვენს ულამაზეს ქვეყანაში საკმაოდ ბევრი მენახა და ის საოცარია. ასევე, ვნახე ომის ტრაგიკული შედეგები, გაუმართლებელი ომის, აბსოლუტურად გაუმართლებელი და არასაჭირო ომის.

რამდენიმე საათის კიევში გატარების შემდეგ, ვოლოდიმირ, თქვენი გუნდის მოსმენის შემდეგ, ეჭვი არ მეპარება, რომ დამოუკიდებელი, სუვერენული უკრაინა ისევ აღდგება, უპირველეს ყოვლისა, გმირობისა და უკრაინელი ხალხის გამბედაობის წყალობით. დიდი მადლობა, დიდება უკრაინას.

თქვა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები