რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზურაბიშვილი კრამატორსკზე: ასეთი ძალადობა კაცობრიობის ისტორიაში შავ ფურცლად დარჩება

რუსეთის სისასტიკე კრამატორსკში, ენით აღუწერელი ხოცვა-ჟლეტა ადამიანის უფლებების დარღვევაა.

ასეთი ძალადობა კაცობრიობის ისტორიაში შავ ფურცლად დარჩება. კაცობრიობის წინააღმდეგ ძალიან ბევრი დანაშაულია ჩადენილი.

დიდება უკრაინას!

წერს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.

დონეცკის ოლქში რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ორი რაკეტით დაბომბეს კრამატორსკის რკინიგზის სადგური, რომელიც მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის გამოიყენებოდა.

კომენტარები