საქართველო-უკრაინა

ხუნდაძე ბუჩაში ჩასვლაზე: საუბარი არ უნდა იყოს, სანამ არ იქნება ბოდიში ან განმარტება

ჩემი პოზიცია არის ამდაგვარი, სანამ უკრაინის მხარე არ გააკეთებს განმარტებებს, მათი უშიშროების ბინძურ ბრალდებებზე, ან არ იქნება არგუმენტები, ან წინააღმდეგ შემთხვევაში არ იქნება ბოდიში მოხდილი, მე ვფიქრობ, ასეთ საკითხებზე საუბარი არ უნდა იყოს

ქართული ოცნების დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე შალვა პაპუაშვილის ბუჩაში მიწვევაზე. საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის დროებით შემსრულებელმა, ანდრი კასიანოვმა თქვა, რომ ბუჩის დანაშაულების ადგილზე შესაფასებლად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მოწვევა გაუგზავნეს. საქართველოს პარლამენტის მტკიცებით, პაპუაშვილს მოწვევა არ მიუღია. 

კომენტარები