რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ევროკავშირი უკრაინას სამხედრო დახმარებისთვის დამატებით 500 მილიონ ევროს გამოუყოფს

Frederick Florin / AFP

ევროკავშირი უკრაინას სამხედრო დახმარების სახით დამატებით 500 მილიონ ევროთს გამოუყოფს. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საკუთარი Twitter-ზე წერს.

მიშელის თქმით, ფინანსური დახმარება მალე დამტკიცდება და ევროკავშირის მხრიდან უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარების 1.5 მილიარდ ევროს დაემატება.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები