რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის ელჩი ბრიტანეთში NATO-ს შავ ზღვაში უფრო აქტიური მოქმედებისკენ მოუწოდებს

USS Porter (DDG 78). შავი ზღვა. 2020 წლის 25 ივლისი. 
www.navytimes.com

უკრაინის ელჩმა დიდ ბრიტანეთში, ვადიმ პრისტაიოკომ Sky News-თან ინტერვიუში NATO-სა და საერთაშორისო ძალებს შავ ზღვაში უფრო აქტიური მოქმედებისკენ მოუწოდა.

"შავი ზღვა უნდა გავხსნათ. რუსები ჩვენს საკუთარ ზღვას გვიკეტავენ. ზღვის გახსნა გვჭირდება იმისთვის, რომ უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარება შევიდეს. ჩვენ რეალურად ვდაგავართ საერთაშორისო ბაზრიდან უკრაინული ექსპორტის გაქრობის საფრთხის წინაშე. ამავდროულად, ჩვენ რეალურად პასუხისმგებელი ვართ სასურსათო უსაფრთხოების მნიშვნელოვან ნაწილზე მსოფლიოში. ეს მარცვეული ჩვენს სილოებშია ჩარჩენილი, მისი გაგზავნა აღარ შეიძლება". - ამბობს ვადიმ პრისტაიოკო.

მან ასევე აღნიშნა, რომ შავი ზღვის ირგვლივ სამი NATO-ს ქვეყანა ერთიანდება: თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი. 

თურქეთმა 7 აპრილს შავი ზღვის მოსაზღვრე ქვეყნებისთვის ვიდეკონფერენცია გამართა. თურქეთმა თქვა, რომ ბულგარეთის, საქართველოს, პოლონეთის რუმინეთისა და უკრაინის თავდაცვის მინისტრები შეუერთდნენ მოწოდებას, სადაც განიხილეს შავ ზღვაში მცურავი ნაღბები და რეგიონალური უსაფრთხოება.


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები