რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ობამა: არ წარმომიდგენია, პუტინი, რომელსაც ვიცნობდი იგივეა, ვინც ახლა უკრაინაში შეიჭრა

ვლადიმირ პუტინი და ბარაკ ობამა
Time

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამ ჩიკაგოს უნივერსიტეტის პოლიტიკის ინსტიტუტისა და The Atlantic-ის მიერ გამართულ ღონისძიებაზე თქვა, რომ 5 წლის წინ, იგი რუსეთის უკრაინაში შეჭრას ვერ იწინასწარმეტყველებდა. 

"არ წარმომიდგენია, რომ პუტინი, რომელსაც ვიცნობდი, იგივე ადამიანია, ვინც ახლა უკრაინაში რუსეთის შეჭრას ხელმძღვანელობს. თუმცა, ის ყოველთვის დაუნდობელი იყო. თქვენ ნახეთ, თუ რა ჩაიდინა მან ჩეჩნეთში. ეს არ არის ახალი, თუმცა იმ ფსონს, რომელსაც იგი უკრაინაში ჩამოვიდა, 5 წლის წინ ვერ ვიწინასწარმეტყველებდი" - ამბობს ბარაკ ობამა. 

ყოფილი პრეზიდენტი ასევე შეეხო ვლადიმირ პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ სპეკულაციებს. თუმცა, აღნიშნა, რომ ამისგან დამოუკიდებლადაც არ უნდა ჰქონდეს სამყაროს პუტინის რაციონალურობის იმედი. მან ასევე თქვა, რომ კრემლის მიერ რუსეთის მოსახლეობის ინფორმაციულ ვაკუუმში ყოფნა, ქვეყანაში რაიმე სახის ძირეული ცვლილებების პროცესს საგრძნობლად შეანელებს.


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები