NATO-საქართველო

"მხარს ვუჭერთ საქართველოს, მჭიდრო მეგობრობა გვაკავშირებს" – კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი, მელანი ჯოლი ამბობს, რომ ის, რაც უკრაინაში ხდება, შესაძლოა, სხვა ქვეყნებში მოხდეს - ამიტომ, მისივე სიტყვებით, NATO-ს წევრი ქვეყნები უნდა გააქტიურდნენ. ჯოლის თქმითვე, კანადა მხარს უჭერს საქართველოს, რომელთანაც მჭიდრო მეგობრობა აკავშირებს. 

"ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, ჩვენ მჭიდრო მეგობრობა გვაკავშირებს საქართველოსთან. ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით მხარს NATO-ს ღია კარის პოლიტიკას. ვიცით, რომ საქართველო ახლა დიდი ზეწოლის ქვეშაა და მოწყვლადობას ავლენს, სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენ პარტნიორების გვერდით უნდა ვიყოთ. იმიტომ, რომ ვიცით, რაც ახლა უკრაინაში ხდება, შესაძლოა, პოტენციურად მოხდეს სხვა ქვეყნებში და კანადამ უნდა ითამაშოს საკუთარი როლი და გააქტიურდეს NATO-ს სხვა წევრებთან ერთად". - ამბობს კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი.

კომენტარები