საქართველო-უკრაინა

დავითულიანი: უკრაინამ მთელი ძებნილთა კორპუსი გახადა თავისი ხელისუფლების ნაწილი

უკრაინის ხელისუფლებამ თავის დროზე არაფრად ჩააგდო ეს მეგობრული ურთიერთობები ორ სახელმწიფოს შორის, ის ურთიერთობები, რომლებიც უკრაინის და საქართველოს ხელისუფლებებს შორის არსებობდა ტრადიციულად და მთელი ძებნილთა კორპუსი გახადა თავისი ხელისუფლების ნაწილი. ახლა ისინი თუ გავლენას ახდენენ მათ ასეთ ხმამაღალ განცხადებებზე, ეს მათი პრობლემაა, ეს ჩვენი პრობლემა აღარ არის და თავის პრობლემას თვითონვე უნდა გასცენ პასუხი

ქართული ოცნების დეპუტატი ბექა დავითულიანი უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა რუსეთთან შეთანხმებულია საკუთარი ტერიტორიის გავლით სანქცირებული პროდუქტების კონტრაბანდის სახით შეტანაზე.

კომენტარები