რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჩერნიგოვში სასწრაფო ნაღმზე აფეთქდა – მშობლები დაიღუპნენ, შვილები რეანიმაციაში არიან

ჩერნიგოვის პროკურატურა

ჩერნიგოვის ოლქში, პრილუკში ტანკსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქდა სასწრაფოს მანქანა, რომელსაც ოჯახი გადაჰყავდა - მშობლები დაიღუპნენ, შვილები კი მძიმედ დაშავდნენ. ინფორმაციას ჩერნიგოვის ოლქის პროკურატურა ავრცელებს

პროკურატურის განცხადების მიხედვით, მანქანა ნაღმზე 1-ელ აპრილს აფეთქდა. მშობლები ადგილზე დაიღუპნენ. მათი 1995 და 2008 წელს დაბადებული შვილები კი რეანიმაციაში არიან - დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

გამოძიების თანახმად, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედროებმა ჟენევის კონვენციის მოთხოვნების დარღვევით, სოფელთან ასაფეთქებელი მოწყობილობა დატოვეს. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები