კორონავირუსი საქართველოში

Covid 19-ით 4 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 376 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 1.56%-ია

COVID-19-ით კიდევ 4 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 24 153 ტესტი და დადასტურდა 376 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 234 ადამიანი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 1.56%, ბოლო 14 დღის მანძილზე -  2.43%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.98%.

ინფიცირების 376 ახალი შემთხვევიდან თბილისში 174 გამოვლინდა, აჭარაში - 10, იმერეთში – 38, ქვემო ქართლში – 19, შიდა ქართლში – 44, გურიაში – 25, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 20, კახეთში – 24, მცხეთა-მთიანეთში – 7, სამცხე-ჯავახეთში – 7, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 8.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 4 327, საიდანაც 445 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, ხოლო 3 882 - ბინაზე. რეანიმაციულ განყოფილებაში 118 პირი იმყოფება. 

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 1 650 384 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 1 629 266 პაციენტი და გარდაიცვალა – 16 765.


კომენტარები