რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჩერნოხოვა: ჩეხეთი უკრაინას ტანკებს გადასცემს

უკრაინელი სამხედროები ვასილკივის საავიაციო ბაზაზე, კიევთან ახლოს. 27 თებერვალი, 2022
Maksym Levin/Reuters

ჩეხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა, იანა ჩერნოხოვამ დაადასტურა, რომ ქვეყანა უკრაინაში ტანკებს გააგზავნის. 

იანა ჩერნოხოვამ Twitter-ზე დაწერა, რომ ქვეყანა უკრაინას "საჭირო სამხედრო აღჭურვილობას" უგზავნის. ჩერნოხოვამ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთისთვის ინფორმაციის მიწოდებისგან თავის დაზღვევის მიზნით, დამატებით დეტალებს არ ასახელებს. 

Echo24-ის ცნობით,  ტვირთი შედგებოდა რამდენიმე ათეული საბჭოთა ეპოქის T-72 ძირითადი საბრძოლო ტანკისგან, ასევე BMP-1 ქვეითი საბრძოლო მანქანებისგან, რომლებიც ადრე ჩეხეთის არმიის აქტიურ რეზერვებს ეკუთვნოდა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები