რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლავროვი ბუჩაში მომხდარ ხოცვა-ჟლეტვას "ფეიკურ თავდასხმასა" და ინსცენირებას უწოდებს

დახოცილი მშვიდობიანი მოსახლეობა ბუჩაში

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ბუჩაში რუსი სამხედროები მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვას სიცრუეს უწოდებს და ამბობს, რომ ეს იყო "ფეიკური თავდასხმა".

"ქალაქ ბუჩაში, კიევის ოლქში, მას შემდეგ რაც აქედან, გეგმების შესაბამისად, რუსი სამხედროები გავიდნენ, განხორციელდა მომდევნო ფეიკური თავდასხმა... იქ რამდენიმე დღეში დაიდგა ინსცენირება, რომელსაც უკრაინის წარმომადგენლები და მათი დასავლელი მფარველები ყველა არხსა და სოცოალურ ქსელში ავრცელებენ". – თქვა ლავროვმა. 

ამას გარდა, ლავროვმა ამ ყველაფერს პროვოკაცია და საერთაშორისო უსაფრთხოების საფრთხე უწოდა. რუსეთი საკითხთან დაკავშირებით, გაერო-ს უშიშროების საბჭოს მოწვევას ითხოვს. 

"ამ კონკრეტულ საკითხზე [გაერო-ს] უშიშროების საბჭოს სასწრაფო სხდომა მოვითხოვეთ, რადგან მსგავს პროვოკაციებში ვხედავთ პირდაპირ საფრთხეს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის". – თქვა სერგეი ლავროვმა. 

უკრაინელმა სამხედროებმა კიევის ირგვლივ 30-ზე მეტი ქალაქი და სოფელი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს. ომის დაწყების შემდეგ უკრაინა კიევის რეგიონს სრულად პირველად აკონტროლებს

კიევის ოლქში ირპენზებუჩაზე და გოსტომელზე უკრაინულმა ძალებმა ეტაპობრივად დაიბრუნეს კონტროლი. 

ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.

კომენტარები