კორონავირუსი საქართველოში

Covid 19-ით 2 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 208 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 4.01%-ია

COVID-19-ით კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 5 184 ტესტი და დადასტურდა 208 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 685 ადამიანი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 4.01%, ბოლო 14 დღის მანძილზე -  2.82%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.23%.

ინფიცირების 208 ახალი შემთხვევიდან თბილისში 106 გამოვლინდა, აჭარაში - 10, იმერეთში – 16, ქვემო ქართლში – 16, შიდა ქართლში – 4, გურიაში – 14, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 19, კახეთში – 14, მცხეთა-მთიანეთში – 3, სამცხე-ჯავახეთში – 1, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 5.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 4 003, საიდანაც 491 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, ხოლო 3 512 - ბინაზე. რეანიმაციულ განყოფილებაში 127 პირი იმყოფება. 

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 1 649 430 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 1 628 643 პაციენტი და გარდაიცვალა – 16 758.


კომენტარები