რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ მოლდოვას უკრაინის ომთან გასამკლავებლად $50 მილიონს მისცემს

Beata Zawrzel/Anadolu Agency via Getty Images

გაეროში აშშ-ს ელჩის, გრინდა თომას-გრინფილდის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის ომის შედეგებთან გასამკლავებლად მოლდოვას $50 მილიონს მისცემს. 

მისი თქმით, ფონდი უზრუნველყოფს საზღვრის მართვისთვის ტრენინგებს, პროგრამებსა და აღჭურვილობას, ხელს შეუწყობს მართლსაჯულების გამჭვირვალობას, კორუფციისა და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას. 

ეს თანხა დაემატება უკვე გამოყოფილ $30 მილიონს, რომელიც აშშ-მ მოლდოვას ლტოლვილებისთვის დასახმარებლად მისცა. ქვეყანა დაახლოებით 400 000 უკრაინელი ლტოლვილს მიიღებს. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები