რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის პატრიარქი: მშვიდობისმოყვარე ერი ვართ, სხვისთვის ზიანის მიყენების სურვილი არ გვაქვს

Alamy Stock Photo

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა მოსკოვის მახლობლად მდებარე კუბინკაში რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარ ტაძარში ქადაგებისას თქვა, რომ რუს ხალხს არ აქვს ომის ან სხვისი ზიანის მიყენების სურვილი.

"ჩვენ ვართ მშვიდობისმოყვარე ქვეყანა და ძალიან ტანჯული ხალხი, რომელმაც იმდენად განიცადა ომი, როგორც რამდენიმე სხვა ევროპულმა ქვეყანამ. ჩვენ არ გვაქვს ომის ან ისეთი რამის გაკეთების სურვილი, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს სხვებს. მაგრამ ჩვენ უკვე ისე ვართ განათლებული ჩვენი ისტორიით, რომ გვიყვარს ჩვენი სამშობლო და მზად ვიქნებით დავიცვათ ის, როგორც მხოლოდ რუსებს შეუძლიათ დაიცვან თავიანთი სამშობლო".- ამბობს კირილი.

რუსეთის პატრიარქი უკრაინაში ომის დაწყების დღიდან რუს სამხედროებს მხარს უჭერს და უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობებზე დუმს. 

პატრიარქი კირილი ამბობს, რომ უკრაინაში ომი მესამე მხარემ "გააჩაღა", რომელსაც არ მოსწონდა რუსეთის გაძლიერება და მის დასასუსტებლად "ძმური ერი" გამოიყენა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები